საფრანგეთის საელჩოს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დელეგაცია თსსუ–ში

2015 წლის 19 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია.  სტუმრებს: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორსა და საფრანგეთის ელჩის მრჩეველს კულტურის დარგში ჟან–ივ ლავუარს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ხელმძღვანელს კოლა კაბრიელს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო და  სამეცნიერო თანამშრომლობის ასისტენტს ანა ლოლუას შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო  ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე და ქართულ–ფრანგული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მეტრეველი.

საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ქართულ–ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ინტერესით მოუსმინეს პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელმაც ისაუბრა ფრანგულ უნივერსიტეტებთან ერთად შექმნილ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე, თსსუ–ში დანერგილ ინოვაციებზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის გეგმები და შეთანხმდნენ მჭიდრო ურთიერთობაზე, რაც გულისხმობს ქართველი სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სტაჟირებას, სწავლასა და სამეცნიერო მუშაობას საფრანგეთში. ფრანგულმა მხარემ აღუთქვა დახმარება სტიპენდიის სახით თსსუ–ის მაგისტრებსა და დოქტორანტებს საფრანგეთში სწავლის დამუშაობის დროს.