ზამთრის სკოლა „ბაკურიანი 2015“

მიმდინარე წლის 16-20 დეკემბერს დაბა ბაკურიანში (საქართველო) მოეწყო ყოველწლიური ზამთრის სკოლა "ბაკურიანი 2015", რომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოისმინეს თსსუ–ის პროფესორთა ლექციების  კურსი C  ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

ზამთრის სკოლის ფარგლებში  ჩატარდა პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების თეორიული და პრაქტიკული კურსი, რომლის დასასრულს დაიდგა უბედური შემთხვევის იმიტაცია.

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის დახამრებისათვის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და საპატრულო პოლიციას!