მორიგი საქველმოქმედო აქცია “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” ბოლნისში

2015 წლის 21 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის  და ორგანიზაციის „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“ ინიციატივით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებმა  ჩაატარეს  მორიგი საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო შემოწმება და კონსულტაცია გაეწია ბოლნისის რაიონში მცხოვრებ 120–ზე მეტ ბავშვს და მოზარდს.

ბავშვებმა და მათმა მშობლებმა კონსულტაცია მიიღეს საუნივერსიტეტო კლინიკის  ექიმებისგან და პროფესორებისგან: მიხაელ ლენტცე  (სამედიცინო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორი, გერმანია), რომეო ვარდიაშვილი (ტრავმატოლოგი),  ნანა კაპანაძე (ბავშვთა ნევროლოგი), ზურაბ ვადაჭკორია (ბავშვთა ყბა–სახის ქირურგი), ნინო ხვედელიანი (ყბა–სახის ქირურგი),  გელა იმერლიშვილი (ყბა–სახის ქირურგი),  ალექსანდრე ბერულაშვილი (ბავშვთა ქირურგი),  ქეთევან მაყაშვილი (პედიატრი), ნინო გოგუაძე (პედიატრი), ფიქრია ლურსმანაშვილი (პედიატრი), ნინო ჯაჯანიძე (პედიატრი), ლია ლომიძე (ოტორინოლარინგოლოგი), მაია ფხალაძე (ენდოკრინოლოგი) ნინო ჯინიკაშვილი (ენდოკრინოლოგი), მანანა კიკოლაშვილი (ოფთალმოლოგი). აქციაში მონაწილეობდნენ კლინიკის გენერალური დირექტორი ლია ძიძიგური და დირექტორი საორგანიზაციო დარგში ნანა დათიაშვილი.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილე ბავშვების მშობლები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმების მიმართ და აღნიშნავენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქველმოქმედო აქციას მათი შვილების ჯანსაღი მომავლისთვის.

აქციის ფარგლებში გაისინჯა 120 ბავშვი, განხორციელდა 244 კონსულტაცია.

მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში   მომავალშიც   იგეგმება.