თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის, გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის (სპეციალობა – ქირურგია) ცხადდება კონკურსი მიუნხენის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებისთვის.
სტაჟირების დაწყების დრო - 2022 წლის 1 აგვისტო (ხანგრძლივობა 3 თვე).
შერჩეული კანდიდატი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით, კვებითა და სტიპენდიით (თვეში 1000 ევრო).
სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) - 27 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით.
ონლაინ გასაუბრება გერმანულ ენაში ჩატარდება 7 ივლისს (გასაუბრებას ჩაატარებს თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი გიორგი გრიგოლია)
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი: თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი #418, ტელ: 2542450