„მარო მაყაშვილის კლუბი“ 25 თებერვალს აღნიშნავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მარო მაყაშვილის კლუბის წევრები შეუერთდნენ ააიპ ახალგაზრდული შემოქმედებით გაერთიანება „ეროვნული იმპერატივს“ და 25 თებერვალს ტაბახმელაში, მემორიალთან გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელსაც  უძღვებოდა რეჟისორი და მსახიობი, პროექტის „ჩვენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი“  ავტორი გიორგი სავანელი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსახიობები: მანანა სურმავა, ქეთევან შერვაშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, თორნიკე ჩიხლაძე, ანა ლორთქიფანიძე და ცოტნე ხუბუტია.

გიორგი სავანელმა განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტად დაასახელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მარო მაყაშვილის კლუბის შექმნა და სიტყვით გამოსვლა სთხოვა კლუბის ერთ–ერთ დამაარსებელს, თსსუ–ის საექთნო საქმის ბაკალავრის სტუდენტს ანა გოგიშვილს.

თსსუ–ის წამოწყებამ და მარო მაყაშვილის კლუბის წარდგენამ კიდევ ერთი ემოციური ტალღა გამოიწვია მსმენელებში.

ბატონმა ზურაბ ცინცქილაძემ წინადადებით მიმართა ახალგაზრდა ხელოვანებს, გადაიღონ ფილმი მარო მაყაშვილზე, მის სახედ კი თსსუ–ის სტუდენტი ანა გოგიშვილი დაასახელა.

ტაბახმელიდან დაბრუნებულმა „ეროვნული იმპერატივის“ და „მარო მაყაშვილის“ კლუბის წევრებმა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის ტერიტორიაზე იუნკერების დაკრძალვის ადგილი მოინახულეს.

„მარო მაყაშვილის“ კლუბის თემას 25 თებერვალს საზოგადოებრივი რადიოს „პიკის საათშიც“ დაეთმო სიუჟეტი