მარო მაყაშვილის კლუბის წევრები მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიიწვიეს

მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სარკეებიან დარბაზში,  2015 წლის 3 მარტს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მარო მაყაშვილის კლუბის წევრები იყვნენ მიწვეული.

საღამოს ორგანიზატორმა, ქალბატონმა ინეზა აბესაძემ მარო მაყაშვილის კლუბის წევრებს ამ მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებისთვის მადლობა გამოუცხადა.

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა ირმა სოხაძემ კი მარო მაყაშვილის კლუბს თავისი სიმღერების დისკი გადასცა საჩუქრად.