ყოველწლიური საზაფხულო სტაჟირების პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2022 წლის 18 ივლისიდან 5 აგვისტომდე განხორციელდება საზაფხულო სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი სემესტრის სტუდენტებს:

   •  მედიცინის ფაკულტეტი (VII; VIII; IX; X; XI სემესტრი)

   •  სტომატოლოგიის ფაკულტეტი(V; VI; VII; VIII; XI სემესტრი)

   •  ფარმაციის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)

   •  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)

   •  ფიზიკური მედიცინა და რებილიტაციის ფაკულტეტი (V; VII; VII სემესტრი)

სტაჟირების პროგრამა განხორციელდება საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე  რეგიონებში(სურვილის შემთხვევაში). რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება (დეპარტამენტი).

დარეგისტრირდი აქ

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს (ვაჟა-ფშაველას N33, ადმინისტრაციული კორპუსი ოთახი N101, 595 023 456 ანი);

რეგისტრაცია განხორციელდება  2022 წლის  13 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით.