თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თამარ გვასალია 2014–2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, 25 აგვისტოდან 28 თებერვლის ჩათვლით, პროგრამა ERASMUS MUNDUS MEDEA-ს ფარგლებში სწავლობდა ლატვიის უნივერსიტეტში.
როგორც მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღნიშნა, მიიღო საინტერესო გამოცდილება, რაც დაეხმარება შემდგომ კარიერულ წინსვლაში. ამისთვის მადლობას უხდის თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და დეპარტამენტებს, რომლებმაც უზრუნველყვეს მისი ლატვიაში სასწავლებლად გაგზავნა.