ხატია ეჟიშვილი უნივერსიადის გამარჯვებული გახდა

ხატია ეჟიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის შვიდგზის საქართველოს და ორგზის თბილისის ჩემპიონია ბილიარდში.

2015 წლის იანვარში მან კიდევ ერთი სიხარული მოუტანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  - ის ბილიარდში ჩატარებული უნივერსიადის გამარჯვებული გახდა!

ვულოცავთ ხატია ეჟიშვილს გამარჯვებას და მომავალში კიდევ არაერთი საპრიზო ადგილის მოპოვებას ვუსურვებთ.