შეხვედრა მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რეგიონის დირექტორ ალბერტო აბრეუ და სილვასთან

 

2015 წლის 9 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რეგიონის (IFMSA-EUROPE)  კოორდინატორი ალბერტო აბრეუ და სილვა, რომელმაც შეხვედრა გამართა   თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან,  პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ილია ნადარეიშვილი და "ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის" ხელმძღვანელი მარიამ ბერიძე.

მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFMSA) არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შვილობილი ახალგაზრდული ფედერაცია, რომელსაც  წარმომადგენლობა 126 სახელმწიფოში გააჩნია. იგი წარმატებით ახორციელებს, სამეცნიერო და პროფესიონალურ გაცვლით ბილატერალურ პროგრამებს, სემინარებს, ფორუმებს და სხვა მრავალ ღონისძიებას.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ალბერტო აბრეუ და სილვამ განიხილა IFMSA-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხები, ეტაპები და გამოწვევები, რომლის გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2015 წლის აგვისტოში ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ.