მადლობის წერილი ქუთაისის „მულტიპროფილური ჰოსპიტლის – მედიქალ სიტის“ გენერალური დირექტორისაგან

ქუთაისის „მულტიპროფილური ჰოსპიტლის – მედიქალ სიტის“ გენერალურმა დირექტორმა  გია გრძელიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას,  თვალის სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორ მერაბ დვალსა და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ზაზა ბოხუას  მადლობის წერილი გამოუგზავნა.

ქუთაისში 14 დღის განმავლობაში უფასო კონსულტაცია ჩაუტარდა 1500 პაციენტს. გამოკვლევებში მონაწილეობდნენ თსსუ–ის  თვალის სნეულებათა დეპარტამენტის რეზიდენტები: ლევან მიქელაძე და შიო ჩიტიაშვილი. მათ პროფესიულ მომზადებასა და შრომის ხარისხს ძალიან მაღალი შეფასება მიეცა და „მულტიპროფილური ჰოსპიტლის – მედიქალ სიტის“ გენერალურმა დირექტორმა  გია გრძელიძემ თსსუ–ის მესვეურთ მადლობა მოახსენა ასეთი კადრების აღზრდისათვის.