მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2022–2023 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:


რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:


1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ელექტრონული ხელმოწერა არ მიიღება) (დანართი 1);

2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);

3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ);

4. პირადობის მოწმობის ასლი;

5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი;

6. 2 ფოტოსურათი (3X4) - ელ. ვერსია;

7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


რეგისტრაციის ვადაა:  31.08.2022 – 09.09.2022

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში ელექტრონულ მისამართზე:  t.tkeshelashvili@tsmu.edu  


განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის: (დანართი 1; დანართი 2).


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ: 254 24 66.

დანართი 1

დანართი 2