STARMUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი

5-10 სექტემბერს ქალაქ ერევანში „STARMUS Festival - 6 Edition“ გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის თემაა „50 წელი მარსზე“ (STARMUS VI – 50 Years on Mars) და ის „MARS 3“ მისიის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

„STARMUS“ ფესტივალი საერთაშორისო პლატფორმაა სამეცნიერო კომუნიკაციისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წასახალისებლად. ფესტივალის ფორმატი მოიცავს სამეცნიერო დებატებს, პანელურ დისკუსიებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფილმების ჩვენებას და მრავალ სხვა აქტივობას. 

წლევანდელ „STARMUS“-ის ფესტივალზე, მოხსენებით წარდგებიან ნობელის პრემიის ლაურეატები: ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი კიპ თორნი, ემანუელ შარპენტიე, დონა სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი, მიშელ მეიორი, აპოლონის ასტრონავტი ჩარლი დიუკი და ასტრონავტი კრის ჰედფილდი,  აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი.  

ფესტივალი პირველად 2011 წელს, ტენერიფეში გაიმართა და მას შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. დღეს „STARMUS“-ი საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასტრონავტებს, ხელოვანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და უახლეს გამოგონებებს უზიარებენ ახალ თაობებს იმ მიზნით, რომ  მათი შთაგონება მეცნიერების სამყაროსკენ მიმართონ.

საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

STARMUS FESTIVAL - ის მიმოხილვა იხილეთ აქ

STARMUS Festival - 6 Edition-ის პროგრამა იხილეთ აქ