„სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენიტიკის საქართველოს საზოგადოების“ წარდგენის ცერემონიალი

2015 წლის 20 მარტს თსსუ–ში გაიმართა სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენიტიკის საქართველოს საზოგადოების  წარდგენის ცერემონიალი. საზოგადოება დაფუძნდა 2014 წელს თსსუ–ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის თანამშრომლების  და სტუდენტური საზოგადოების ,,მომავალი ეკუთვნის გენეტიკას“– ,,მეგი“ის  ინიციატივით. ორგანიზაციის მიზანია, სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის პოპულარიზაცია და საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების მხარდაჭერა.

საზოგადოება თანამშრომლობს როგორც ქვეყნის შიგნით: თსუ–ი გენეტიკის ინსტიტუტთან, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან, ასევე უცხოეთის წამყვან ორგანიზაციებთან.

დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ: საზოგადოების თავმჯდომარე, თსსუ–ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი,  ელენე აბზიანიძე და საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი  ეკა კვარაცხელია. მათ ისაუბრეს გენეტიკის მნიშვნელობაზე, მის როლზე თანამედროვე მედიცინის განვითარებაში და ასევე გენეტიკის ახალი მიმართულების–ეპიგენეტიკის პოპულარიზაციაზე.

„სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენიტიკის საქართველოს საზოგადოებამ“ წარადგინა ახალი ნათარგმნი წიგნები: კარენ ვიპონდის  ,,გენეტიკა“ და ნესა კერის ,,ეპიგენეტიკური რევოლუცია“  წიგნების პრეზენტაცია, რომელიც პოპულარული ენითაა დაწერილი და საინტერესოა როგორც სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.

ღონისძიებაზე ორგანიზაციის საპატიო წევრებად აირჩიეს და სერტიფიკატები გადასცეს: თსუ–ის გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ თეიმურაზ ლეჟავას, პროფესორ იავენჰო შათირიშვილს, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორს ალა ზედგინიძეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ჯენარა ქრისტესაშვილს და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორს,  საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს კენეტ ვოლკერს.

ქალბატონმა ელენემ  მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, „სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენიტიკის საქართველოს საზოგადოების“ და სტუდენტური საზოგადოება  ,,მეგი“–ის   გუნდს, თსსუ–ის ადმინისტრაციას მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ლაბორატორიის შექმნისა  და საზოგადოების საქმიანობის მხარდაჭერისთვის.