თურქეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი თსსუ–ში

მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თურქეთის მოქალაქე სტუდენტებს შეხვდნენ თურქეთის  სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ზეკი ლევენთ გუმრუკჩუ და ელჩის მრჩეველი განათლების დარგში ი. თუფან კარადენიზი.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით თოფურია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და სხვა წარმომადგენლები.

თურქეთის საელჩომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა და მოუსმინა სტუდენტების შენიშვნებსა და საქმიან წინადადებებს.