ინტერაქტიული კონფერენცია - ,,იშვიათი კლინიკური შემთხვევები პედიატრიაში“


2022 წლის 22 ოქტომბერს, 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “საბჭოების დარბაზში” (მის.: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული) გაიმართება ინტერაქტიული კონფერენცია - ,,იშვიათი კლინიკური შემთხვევები პედიატრიაში“.

მომხსენებლები:

- თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; 

- თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ბონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი მიხაელ ლენტცე ( გერმანია);

- თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ბუაძე;  

- თსსუ-ის  ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე გორდელაძე; 

- თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე;  

- თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის დოქტორი სანდრო კილაძე.

კონფერენციაზე დასწრების მსურველები, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე

გაითვალისწინეთ, რომ ინტერაქტიულ კონფერენციაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის საშუალება ექნება პირველ 80 რეგისტრირებულს.