პროფესორი ანდრეა ცესტარი თსსუ–ში

 

მიმდინარე წლის  23 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია იტალიის აუქსოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, უროლოგი ანდრეა ცესტარი.  სტუმარს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო  კლინიკის დირექტორი, პროფესორი გოჩა ინგოროყვა.

პროფესორი ანდრეა ცესტარი საქართველოში ჩამოვიდა ლექციების კურსის წასაკითხად: „უროლოგიის ინსტიტუტში  რობოტების პროგრამის განვითარება“, „რობოტები უროლოგიაში“ და „რობოტის ასისტირების ხელოვნება რადიკალური პროსტატექტომიის დროს”. 

მისი ლექციები ინტერესით მოისმინეს თსსუ–ის  მაღალი კურსის სტუდენტებმა, რეზიდენტებმა და პროფესიონალებმა.

თსსუ–ის რექტორმა და პროფესორმა ანდრეა ცესტარიმ ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.