გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები თსსუ–ში

 

მიმდინარე წლის 29 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ  გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე  და პროგრამის ანალიტიკოსი გიორგი (გეგი) მატარაძე.  სტუმრებს შეხვდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე და  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა.

საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის ეგიდით ხორციელდება საქართველოში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩართულობას ამ პროექტებში. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დაისახა სამომავლო გეგმები, რომლის ერთ–ერთი მიმართულება იქნება მომავალში დიპლომისშემდგომი განათლების ხელშეწყობა..