სკოლა–კონფერენცია ,,გზა კვლევისაკენ III”

მიმდინარე წლის  7–8 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის და ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა სკოლა–კონფერენცია ,,გზა კვლევისაკენ III”  რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეცნიერული მტკიცებულებები და საკამათო საკითხები“.

კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს: პროფესორებმა ივანე ჩხაიძემ, თამარ სანიკიძემ, ბელა ყურაშვილმა, გიორგი კამკამიძემ, რევაზ კვერენჩხილაძემ, ლუიზა გაბუნიამ, მანანა ესაიაშვილმა.

სტუდენტებმა წარადგინეს ზეპირი და სტენდური პრეზენტაციები მედიცინის აქტუალურ საკითხებზე, სადაც გამოყენებული იყო უახლესი ინფორმაცია სამეცნიერო–საძიებო ბაზებიდან.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი, ხოლო საუკეთესო მომხსენებლებს: მარიამ ქისტაურს, ანზორ გოგიბერიძეს, ნინო კვირტიას, კანაგა საბაპათი ჯეიჩანდრანს, ანკიტ იეშ პატნაკს, დურმიშხან ახსაბაძეს და მერი ჯალიაშვილს,  გადაეცათ საპატიო ჯილდოები.