2022 წლის 14 ნოემბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის „საბჭოების დარბაზში“ გაიმართება საჯარო ლექციები:
ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ო.დევალდი - „გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის ქირურგიული მეთოდები“.
თსსუ-ის საპატიო დოქტორი, დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაყმაძე - “ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის გაცვლითი პროგრამის წარმატებული 12 წელი”.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, „საბჭოების დარბაზი“.