თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის (International Credit Mobility KA 107 Program) ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი) .
მობილობის პერიოდი - 2023 წლის გაზაფხული.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
• ესპანური ენის A2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
• ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (GPA-ის მითითებით);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი.
საბუთების მიღება - 2022 წლის 24 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: n.kandelaki@tsmu.edu
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, V სართული, ოთახი N 507
ტელ: (032) 254 24 50
მობ.: + 995 593 35 24 19