პროფესორ აპოლონ მესხის ლექცია თსსუ–ში

მიმდინარე  წლის 14 მაისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით, რეზიდენტებისათვის ლექცია წაიკითხა დიდი ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯისა და სამეფო სამედიცინო საზოგადოების წევრმა, პროფესორმა აპოლონ მესხმა.

ლექციის თემატიკას წარმოადგენდა  პრეეკლამფსია და  ეკლამფსიასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.