თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX, X, XI სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული ERASMUS+ ის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად შარიტეს – ბერლინის  სამედიცინო უნივერსიტეტის (Charité – Universitätsmedizin Berlin ) კლინიკაში 3 თვიანი მობილობისთვის. 

მობილობის პერიოდში კლინიკური როტაციები ჩატარდება შემდეგ სპეციალობებში:

1. ქირურგია

2. შინაგანი მედიცინა

3. ანესთეზიოლოგია

მობილობის დასაწყისი - 2023  წლის ოქტომბერი. 

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გასაუბრების დროს  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

პასპორტის ასლი;

სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;  

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ( მინიმუმ B2 დონე);

ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ ჯამური GPA –ის მითითებით;

CV (ევროპული ფორმატის სახით ფოტოსურათით - Europass CV);

სამოტივაციო წერილი.

გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 16 დეკემბერს, პარასკევს, 15:00 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი # 507. 

გისურვებთ წარმატებას!