ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საგაზაფხულო ასამბლეას (EMSA S/A 2016) თსსუ უმასპინძლებს

2015 წლის 13-18 მაისს, ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საგაზაფხულო ასამბლეა (EMSA S/A), რომელშიც მონაწილეობდნენ EMSA-ს წევრი ქვეყნების ნაციონალური და ლოკალური წარმომადგენლები, მათ შორის EMSA-თბილისის ხელმძღვანელები: გიგა სორდია, ალექსანდრა გვენეტაძე, თამარ საგანელიძე და  გიორგი მიკუჩაძე.

ღონიძიების ფარგლებში გაიმართა სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები და პლენარული სესიები, სადაც დაისახა სამოქმედო გეგმა, მიიღეს სხვადასხვა რეზოლუციები და რეკომედაციები. ღონისძიებაზე  კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობოთ გადაწყდა, რომ 2016 წლის საგაზაფხულო ასამბლეას უმასპინძლებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.