თეა ჯანჯალაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 31 იანვარს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება თეა ჯანჯალაშვილის სადისერტაციო ნაშრომის – „პაროდონტიტის მკურნალობის მეთოდების ეფექტურობის შეფასება სპეციფიკური კლინიკო-ლაბორატორიული მარკერებით“, საჯარო დაცვა სტომატოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

მანანა ივერიელი - თსსუ-ის პაროდონტოლოგიისა და ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

თამარ შიშნიაშვილი - თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

დარეჯან ჩიკვილაძე - თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ირინა ბარბაქაძე - თსუ-ის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტ– პროფესორი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი.