ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად მაგდებურგის უნივერსიტეტში.
მობილობის ხანგრძლივობა: 2 თვე.
მობილობის დასაწყისი: 2023 წლის გაზაფხული.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:
• ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1);
• ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (GPA-ის მითითებით);
• CV (ევროპულ ფორმატში ფოტოსურათით);
• სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი # 507.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451;