კონკურსი თსსუ-ის დოქტორანტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) - The University of Salerno (UNISA) სტიპენდიების მოსაპოვებლად ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ - მობილობის ფარგლებში


ცხადდება კონკურსი სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში (იტალია) 3 თვიანი მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

CV ევროპული ფორმატით (ინგლისურ ენაზე);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე,  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული) კვლევის სათაურის მითითებით;

სადოქტორო კვლევის მოკლე აღწერილობა ( არაუმეტეს ერთ გვერდისა, ინგლისურ ენაზე);

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.


პროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას და ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას.


სააპლიკაციაო დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 15 თებერვლამდე  მითითებულ ელ-ფოსტაზე:  n.kandelaki@tsmu.edu

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2023 წლის 22 თებერვალს 15:00 სთ-ზე.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი # 507.

ტელ.: 032 2 542 450;  032 2 542 451;