კონფერენცია „X სხივების ოპტიმიზაცია და მოლეკულური ვიზუალიზაცია 2015“

 

2015  წლის 27 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, თსსუ–ის სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე და ამავე დეპარტამენტის პედაგოგი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი, პროფესორი დავით ნადარეიშვილი იმყოფებოდნენ იოთერგის უნივერსიტეტში (შვედეთი) საერთაშორისო კონფერენციაზე „X-სხივების ოპტიმიზაცია და მოლეკულური ვიზუალიზაცია 2015“  მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციაზე ქართველმა მეცნიერებმა წაიკითხეს მოხსენება „განათლება და ტრენინგები რადიაციული დაცვის სფეროში  სამედიცინო პროფესიონალებისათვის. საქართველოს გამოცდილება და მომავალი პერსპექტივები“.