სასტიპენდიო პროგრამები ლატვიაში

ლატვიის მთავრობისა და განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს  ინიციატივით 2023-2024 სასწავლო წლისთვის ცხადდება  კონკურსი სასტიპენდიო პროგრამებსა და საზაფხულო კურსებზე. 

სასტიპენდიო პროგრამები მოიცავს სასწავლო პროგრამებს ლატვიის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის.

სააპლიკაციო განაცხადის მიღება 2023 წლის 1 აპრილამდე  წარმოებს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე