თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება გერმანიის წამყვან კლინიკებში

 
 

მიმდინარე წლის 15 მარტიდან 29 მაისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის V კურსის 4 სტუდენტი: დარსალია ციცინო, მაჭავარიანი ეთერი, ლამაზოშვილი გიორგი და  ჩანტლაძე ზურაბი – გერმანიაში მოღვაწე ქირურგის, თსსუ–ის საპატიო დოქტორის გიორგი გრიგოლიას მხარდაჭერითა და უშუალო თანადგომით იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე  მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის აკადემიურ კლინიკა ლანდსჰუტსა (გერმანია) და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აკადემიურ ბაზა/კლინიკა ვაილჰაიმის (გერმანია) სახელობის კლინიკებში.

სტუდენტებმა გერმანიის წამყვან კლინიკებში წარმატებით გაიარეს პრაქტიკული კურსი შემდეგ პროფესიულ მიმართულებებში: ურგენტული ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, ნეიროქირურგია, ბავშვთა ქირურგია, ონკოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნეფროლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია, ჰემატოლოგია, პროფესიული დაავადებები.

„სტაჟირების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ მედიცინის სიახლეებს. მიიღეს პროფესიული გამოცდილება პრაქტიკული უნარებისა  და პაციენტებთან კომუნიკაციის კუთხით.

"მადლობას ვუხდით თსსუ-ის ხელმძღვანელობას, პროფესორ გიორგი გრიგოლიას, ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის აკადემიურ კლინიკა ლანდსჰუტს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აკადემიურ ბაზა/კლინიკა ვაილჰაიმს, გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობისა და პროფესიული კუთხით გაწეული დახმარებისათვის“, – აღნიშნეს საქართველოში დაბრუნებულმა სტუდენტებმა.