თინათინ გაბრიჭიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 15 მარტს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება თინათინ გაბრიჭიძის სადისერტაციო ნაშრომის – „საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელების ეპიდემიოლოგიური თავისებურებები და პაციენტის გადარჩენის პერიოდზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ირაკლი მჭედლიშვილი - თსსუ-ის  ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნანა მებონია - თსსუ-ის  ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ექსპერტები:

ლალი ბაქრაძე - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა  და პროფესიული  ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი 

თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი - თსსუ-ის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი 

ივანე კილაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი