ეკატერინე ტიკარაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 20 მარტს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ეკატერინე ტიკარაძის სადისერტაციო ნაშრომის – „კანცეროგენული რისკის კორელატების კომპლექსური კვლევა ზემო იმერეთის მაგალითზე“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ლალი ბაქრაძე - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული  ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 

თამარ სანიკიძე - თსსუ-ის ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ექსპერტები:

ნინო ვეფხვაძე - თსსუ-ის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ქეთევან დადიანი - თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ლევან ბარამიძე - თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.