თსსუ-ს "ამერიკული პროგრამის" სტუდენტები "ამერიკის დღეების" ფარგლებში გამართულ საინფორმაციო გამოფენაზე

აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, რიყის პარკში ამერიკის დღეების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.
მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო რიყეზე.
"ამერიკის დღეების" ფარგლებში მოწყობილ საინფორმაციო გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ს "დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის" ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა.
ბევრი ვიზიტორი დაინტერესდა თსსუ-ს კუთხით. საპატიო მნახველთა შორის იყვნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელში ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე.