საერთაშორისო სკოლა-სემინარი სომხეთში

2015 წლის 28-31 მაისს სომხეთში, ქალაქ ჯერმუკში ჩატარდა საერთაშორისო სკოლა-სემინარი ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სკოლა-სემინარის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის ასოცირებული პროფესორები ირინე ზარნაძე და შალვა ზარნაძე, თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მაგისტრი ერნა პოღოსოვი. სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.სემინარზე წარადგინეს ორი პრეზენტაცია: მარიამ სულაბერიძის ,,საქართველოში საკურორტო ტურიზმის განვითარების შესახებ“ და ხატია კლდიაშვილის და ეკა ბობოხიძის კვლევა ,,დასავლეთ საქართველოს სკოლის ასაკის  ბავშვთა მოსახლეობის ფიზიკური განვითარების შესწავლა-შეფასების შესახებ“.

ღონისძიების მსვლელობისას გამოითქვა სურვილი უახლოეს მომავალში ერთობლივი კვლევების დაგეგმვის შესახებ.

ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სომხეთის ისტორიული და კულტურული ძეგლები, მოეწყო ერთობლივი კულტურული და გასართობი ღონისძიებები.

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად  ყველა მონაწილეს გადასცა სერტიფიკატები და უსურვა წარმატაბები მომავალ თანამშრომლობასა და ერთობლივ კვლევებში