თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი აცხადებს მიღებას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი აცხადებს მიღებას ინტენსიური სწავლების კურსებზე (დონე A1-C1, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ლათინური ენები).

ჯგუფები მცირერიცხოვანია, მეცადინეობები - კვირაში ორჯერ 2 აკადემიური საათის ხანგრძლივობით. კურსებზე მიიღება ნებისმიერი მსურველი. სწავლებისას გამოიყენება უახლესი სახელმძღვანელოები, აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული სასწავლო პროგრამები. ხანგრძლივობა 4-8 თვე. კურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი. 

თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრი, აგრეთვე, უფლებამოსილია გასცეს UNIcert®-ის სერტიფიკატი (ინგლისურ და გერმანულ ენებში - B2 და C1 დონეები),  რომელიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს სასწავლებლებში. UNIcert®-ის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, მათ შორის Erasmus+ ფარგლებში, გაიაროს სტაჟირება ევროპის წამყვან კლინიკებში. 

განცხადებების მიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 16 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას პროსპექტი 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, I სასწავლო კორპუსი,  II სართული, უცხოური ენების ცენტრი. 

ტელეფონები:  254 25 10,  593 10 40 81