თსსუ–ის სტუდენტები ავსტრიაში

მიმდინარე წლის 4-6 ივნისს ავსტრიაში, ქალაქ გრაცში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესი - ,,ISC 2015“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა: გიორგი გაგუამ, ბესარიონ ასანიძემ, მარიამ ბერიძემ, ანი ბერაიამ, ქრისტინე ჩაფიძემ და გვანცა გლურჯიძემ.

თსსუ–ის სტუდენტებმა კონგრესზე  წარადგინეს სტენდური მოხსენება–„საკვებისმიერი ეშერიხიოზის ეპიდემიოლოგია საქართველოში“, ხელმძღვანელი - თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების  ასისტენტ-პროფესორი ბელა ყურაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სოციალური აქტივობები და შემეცნებითი ღონისძიებები.