2023 წლის 7 მარტს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, საბჭოების დარბაზი) გაიმართება საჯარო ლექცია ,,ფილტვისა და კრიტიკული მედიცინის მართვის თანამედროვე საკითხები" ექიმების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის. ლექციას წაიკითხავს პროფესორი ერიკ ფლენო - ატლანტის გრეიდის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინისა და ფილტვის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული სამსახურის დირექტორი. აღნიშნული სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ჯორჯიის შტატის კიბოს ცენტრთან. პროფესორ ფლენოს სამეცნიერო ინტერესია ინტერვენციული პულმონოლოგია და ფილტვის კიბო.
ლექციაზე განხილული იქნება საინტერესო შემთხვევები კლინიკური პრაქტიკიდან. პროფესორ ფლენოსთან ერთად შემთხვევების განხილვაში მონაწილეობას მიიღებს გაბრიელა ოპრეა - ემორის უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ემორის უნივერსიტეტის დელეგაცია თსსუ-ში იმყოფება საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტს შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში.
დასწრება თავისუფალია.