თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე, თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის, მედიცინის ფაკულტეტის ოთხმა სტუდენტმა და ერთმა რეზიდენტმა, გერმანული მხარის დაფინანსებით, სტაჟირება გაიარეს ოლდენბურგის (გერმანია) საუნივერსტეტო კლინიკაში. სადაც მათ საშუალება მიეცათ დაინტერესების შესაბამისად გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა მიმართულებით:

• თორნიკე მთავრიშვილი - (IIIკურსი) ინტეგრირებული გულის ცენტრი (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია), დიაგნოსტიკის და ინტერვენციული რადიოლოგიის ინსტიტუტი (რადიოლოგია) და ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის ცენტრი.

გიორგი ტატანაშვილი - (IIIკურსი) ინტეგრირებული გულის ცენტრი (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია), დიაგნოსტიკის და ინტერვენციული რადიოლოგიის ინსტიტუტი (რადიოლოგია) და ზოგადი და ვისცერული ქირურგიის ცენტრი.

ნათია კორახაშვილი - (IIIკურსი) ინტეგრირებული გულის ცენტრი (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია), დიაგნოსტიკის და ინტერვენციული რადიოლოგიის ინსტიტუტი (რადიოლოგია) და ზოგადი და ვისცერული ქირურგიის ცენტრი.

სოფიკო ქარცივაძე - (Vკურსი) ინტეგრირებული გულის ცენტრი (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია), და შინაგან სნეულებათა ცენტრი (გასტრო-ენტეროლოგია, ნეფროლოგია, ჰემატოლოგია)

ირაკლი მეტრეველი - (რეზიდენტი) ინტეგრირებული  გულის ცენტრი (კარდიოლოგია, კარდიოანესთეზია, კარდიოქირურგია, რეაბილიტაცია) და შინაგან სნეულებათა ცენტრი (კარდიოლოგია).

სტუდენტები მონაწილეობდნენ პაციენტთა მიღებასა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებაში. ეცნობოდნენ სხვადასხვა ქირურგიულ და თერაპიულ დაავადებებს, დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ პაციენტები წარედგინათ კონფერენციებზე და მონაწილეობა მიეღოთ სტაციონარულ და ინტენსიური თერაპიის ვიზიტებში.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ და ასისტენტობა გაეწიათ ისეთ ოპერაციებზე როგორიცაა: აორტო-კორონალური შუნტირება, აორტის და მიტრალური სარქვლის ჩანაცვლება და მისი რეკონსტრუქცია, აღმავალი აორტის, აორტის რკალის. დაღმავალი აორტის, თორაკოაბდომინალური აორტის ჩანაცვლება, მარცხენა პარკუჭის დამხმარე სისტემის იმპლანტაცია (ხელოვნური გული - "ჰეარტ მატე II").

ოპერაციულ ბლოკში ყოფნისას სტუდენტები დაეუფლნენ კანის, კანქვეშა ქსოვილის კერვას და სხვა სახის ტექნიკას. აღსანიშნავია, რომ სტაჟიორთა უმრავლესობა ხშირად პირველი ასისტენტის, მოვალეობას ასრულებდა, რაც კლინიკის პერსონალის კეთილგანწყობასა და სტაჟიორებისადმი ნდობაზე მეტყველებდა.

სტუდენტები ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და ლექცია-სემინარებს.

კლინიკის პერსონალის დადებითი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ ნათლად ჩანს დახასიათებებში, რომელიც გადაეცა თითოეულ სტუდენტს.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დიდი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ეს პროგრამა წარმატებულია და განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის ოლდენბურგის კლინიკის ინტეგრირებული გულის ცენტრის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს მიხეილ ჰორსტს, ოლდენბურგში მოღვაწე ქართველ კარდიოქირურგს, პროფესორ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს, თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსტეტის ადმინისტრაციასა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს.