თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში(პოლონეთი).

 მობილობის ხანგრძლივობა: 2 თვე.

 მობილობის პერიოდი: 2023 წლის მაისი-ივნისი.

 მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

 მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:

  ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;

  ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2/C1);

  ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ  (GPA-ის მითითებით); 

  CV (ევროპულ ფორმატში ფოტოსურათით);

  სამოტივაციო წერილი.

დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 4 აპრილს, 15:00 საათზე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი # 507.