თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საქველმოქმედო აქცია 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის

   
   

მიმდინარე წლის 19 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობა და ექიმები 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარნენ.

მათ სასტუმრო „აისბერგში“  დროებით მცხოვრები დაზარალებულები მოინახულეს და საჭირო მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და  საკვები პროდუქტები გადასცეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლაშა აბესაძემ თითოეულ დაზარალებულს კლინიკაში ყველა მიმართულებით უფასო სამედიცინო კონსულტაცია შესთავაზა, ორსულ ქალბატონს – თეა კალუზნაიას კი 3080 ლარი გადასცა.

საქველმოქმედო აქციებს კლინიკა მომავალშიც განახორციელებს.