პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტაჟირების გასავლელად კაუფბოირენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია).
სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე.
შერჩეული კანდიდატი სტაჟირების პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება უფასო საცხოვრებლით, კვებით და სტიპენდიით (თვეში 1000 ევრო).
გასაუბრება ჩატარდება 1 აპრილს, 14:00 საათზე ონლაინ-რეჟიმში.
სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) გასაუბრებას ჩაატარებს თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი, გერმანიის და ბავარიის ექიმთა ასოციაციის წევრი (DÄK) (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების წევრი (DGCH), მედიცინის დოქტორი გიორგი გრიგოლია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი # 507.
ტელ: (032) 254 24 50
მობ.: + 995 577412471