თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორია

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  ლაბორატორიამ ფუნქციონირება  დაიწყო  20  აპრილიდან, კლინიკის გახსნასთან ერთად. დღეისათვის ის მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და ასრულებს საშუალოდ  200-დან 300-მდე სხვადასხვა ტიპის კვლევას.

ლაბორატორია შეიქმნა ყველა სტანდარტისა და სპეციფიკის დაცვით, ხდებოდა ყველა მითითების გათვალისწინება, რაც ლაბორატორიისათვის იყო საჭირო. წარმატებით ჩაიარა ინვენტარით  აღჭურვის პროცესმაც, რომელიც ასევე მკაცრად იყო  დაცული.  შემდეგი ეტაპი  ლაბორატორიის შექმნისათვის  გახლდათ აპარატურით დაკომპლექტება.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ  მაქსიმალური გააკეთა, არ  ყოფილა უარი  არც ერთი აპარატის შეძენაზე,  სირთულეებს  ქმნიდა მხოლოდ  ტენდერის  პროცესი, თუმცა  ისიც  გადაილახა და სადღეისოდ ლაბორატორია სრულყოფილად არის  გამართული.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  ლაბორატორია არის  ლაბორატორია პოლიპროფილური მაღალტექნოლოგიური ბაზით, გათვლილი მაღალ დატვირთვაზე, მორგებული როგორც პრაქტიკულ, ასევე  პარალელურ რეჟიმში პედაგოგიურ მუშაობას.

ლაბორატორია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, თითოეული მიმართულებისათვის შეძენილია მაღალი კლასის თანამედროვე  აპარატურა, რომელიც საშუალებას იძლევა კვლევები  ჩატარდეს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად   მაღალი სიზუსტითა და სპეციფიურობით.

      მიმართულებები, რომლებიც წარმოდგენილია ლაბორატორიაში:

 

ჰემატოლოგია5-დიფერენცირებადი აპარატი Mytic 22 orphee 22-პარამეტრიანი 

ასევე შეძენილია მაღალი შესაძლებლობების მიკროსკოპები, რომლებზეც ისაზღვრება პათოლოგიის შემთხვევაში შეღებილი სისხლის ნაცხი,  შარდის ნალექი, პლევრის და თავ-ზურგ-ტვინის უჯრედული ელემენტები  და სხვა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო  კლინიკის ლაბორატორია, მაღალტექნოლოგიური ბაზითა და ადამიანური რესურსების მაღალი პროფესიონალიზმით, დამსახურებულად დადგა წარმატებული ლაბორატორიების გვერდით. მიმდინარეობს მუშაობა გარე ხარისხის კვლევებზე, რაც დამტკიცდება  კვლევებისათვის გარე ხარისხის კონტროლის მინიჭებით, ხოლო უახლოეს მომავალში ლაბორატორიის აკრედიტაციით.