სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და მკვლევარებს.
განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ, შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk; ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.
სასტიპენდიო პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილის - 16:00 სთ (ცენტრალური ევროპის დრო).
აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის თაობაზე 2023 წლის 1 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ-ვებინარის გამართვა სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების შესახებ შემდეგი პლატფორმების მეშვეობით:
www.saia.sk/en/main/news/news/webinar-study-and-research-scholarships-to-slovakia
www.facebook.com/events/649168840550395
www.instagram.com/p/CqDI6GCqYzz
ამასთან, 2023/2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ოქტომბერი.