თსსუ–ის დოქტორანტი ბერგენის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 16 ივნისიდან თსსუ-ის დოქტორანტი ჯილდა ჭეიშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე) გაემგზავრა ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია) დოქტორანტებისათვის განკუთვნილი სასწავლო კურსის გასავლელად.

23 ივნისს ჯილდა ჭეიშვილმა სამეცნიერო სხდომაზე წარადგინა დოქტორანტის კვლევის გეგმა, არსებული მასალა და შედეგები. დოქტორანტის პრეზენტაციამ და დისკუსიის წარმართვის უნარ-ჩვევებმა სპეციალისტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.      

ბერგენის უნივერსიტეტი 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი, რაც შესაძლებელს ხდის ჩვენი სტუდენტებისათვის ნორვეგიაში გამგზავრებას და სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოპოვებას.