ელი მაგენის ვიზიტი თსსუ–ში

მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ბარზილაის სამედიცინო ცენტრის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სერვისის უფროსი, მთავარი თერაპევტი, ისრაელის სამხრეთ რეგიონის სამედიცინო დირექტორი და მთავარი ექიმი – ელი მაგენი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, თსსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ელი მაგენს შეხვდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორები: პროფესორი კახაბერ ჭელიძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი.

ელი მაგენმა აღნიშნა, რომ მისთის განსაკუთრებით სპატიოა თსსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ამ დიდი პატივისათვის. მან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და იმ კონკრეტულ პროექტებზე, რისი განხორციელებაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩართულობით იქნება შესაძლებელი.