2023 წლის 18 მაისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება ნინო ნანავას სადისერტაციო ნაშრომის – „CD4+T ლიმფოციტების პლასტიკურობა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების სისხლსა და ელენთაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
გიორგი გიორგობიანი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის ქირურგიის #2 დეპარტამენტის პროფესორი
ნონა ჯანიკაშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
ექსპერტები:
ნინო შარაშენიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჰემატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი (თსსუ)
ზაზა დემეტრაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ქირურგიის №1 დეპარტამენტის პროფესორი (თსსუ)
ქეთევან მაჭავარიანი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (თსსუ)