2023 წლის 17 მაისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება ანა შამანაძის სადისერტაციო ნაშრომის – „ნაწლავური ფლორის კორექცია თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
თამარ ყანდაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №3 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
ირმა ჭოხონელიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
ექსპერტები:
ირმა მამაცაშვილი - ასოცირებული პროფესორი (თსსუ)
მარინა ტუღუში - ასოცირებული პროფესორი (თსსუ)
მერაბ სუთიძე - ასოცირებული პროფესორი (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი)