თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულებაში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიცირებით, 2015 წლის თებერვლის ბოლოს, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა პრევენციული გამოკვლევები. ამ პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 29 ივნისს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში, ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის“ თაოსნობით,  თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები: ანგიოლოგი - ირაკლი ფერაძე,  პროქტოლოგი - ვიქტორ ბერიაშვილი,  ტრავმატოლოგ-ორთოპედი - რევაზ სულავა,   გასტროენტეროლოგი - ზურაბ ზედანია და ექოსკოპისტი  - სოფო დვალი მსჯავრდებულთა გასასინჯად და საკონსულტაციოდ იმყოფებოდნენ. მათ კონსულტაცია გაუწიეს ასამდე მსჯავრდებულს. 

საქველმოქმედო აქციის შემდეგ, თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ორგანიზაცია "ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის" პრეზიდენტის – ქეთი ბარათელის და "ადამიანთა უფლებათა დაცვის და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის – გიორგი თევზაძის მადლობის წერილი მიიღო.

 

იხ. ბმული (ტელეკომპანია: ობიექტივი, 20170709  17:41)