თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საქველმოქმედო აქცია თელავში

   
   

2015 წლის 11 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის და ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ერთობლივი ძალისხმევით ქ. თელავში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია თელავის რაიონის მოსახლეობისათვის.

კერძოდ, კლინიკის სხვადასხვა პროფილის 20–ამდე ექიმის მიერ (გასტროენტეროლოგი, უროლოგი, კარდიოლოგი, ტრავმატოლოგი, ქირურგი (2), ოფთალმოლოგი (2), ექოსკოპისტი (2), ანგიოლოგი, ექიმი-ლაბორანტი (2), თერაპევტი,  ენდოკრინოლოგი,  გინეკოლოგი) 600-მდე პაციენტს გაეწია უფასო სამედიცინო კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ საქველმოქმედო აქციების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც იგეგმება.