2023 წლის 30 მაისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება ლევან წამალაიძის სადისერტაციო ნაშრომის – „ოპტიმალური ოპერაციული მიდგომა ელექტიური სპლენექტომიების დროს და ელენთის, მეზენტერული და კარის ვენის პოსტსპლენექტომიური თრომბოზების (PST-SMPv) ახალი კლასიფიკაცია“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ზაზა დემეტრაშვილი - თსსუ-ის ქირურგიის №1 დეპარტამენტის პროფესორი
ექსპერტები:
ალექსანდრე ცალუღელაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გიორგი ასათიანი - თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი
ლევან გოფოძე - თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი